Open call

IGLYO-ს ლგბტქი ინკლუზიური განათლების კვლევა 2026

ბოლო ვადა:
30/09/2026
შეავსეთ კითხვარი

🗣 English | Eesti | Français | Kurdî | Lietuvių | Malti | Nederlands | Polski | Português | Română | Русский | Slovenščina | Suomi | Türkçe | العربية | ქართული

IGLYO-ს ლგბტქი ინკლუზიური განათლების კვლევა 2026:  გააზიარე შენი ისტორია, რათა განათლება ყველასთვის გახდეს უსაფრთხო!

განათლების უფლება ყველას აქვს. მიუხედავად ამისა, ლგბტქი ახალგაზრდები სკოლებში ხშირად აწყდებიან ძალადობას, დისკრიმინაციასა და ბულინგს. ეს უნდა დასრულდეს.

სწორედ ამ მიზნით, ევროპის უდიდესი ახალგაზრდული ლგბტქი ქსელი, IGLYO იწყებს ლგბტქი ინკლუზიური განათლების შესახებ, პანევროპული კვლევის მეორე გამოცემაზე მუშაობას, რომელიც საკითხის ირგვლივ, რეგიონის მასშტაბით, ყველაზე მასშტაბურ კვლევას წარმოადგენს.

რას ეხება კვლევა?

IGLYO-ს ანონიმური კითხვარი, მიზნად ისახავს, შეისწავლოს ლგბტქი ახალგაზრდების რეალური გამოცდილებები სკოლაში.

კითხვარი შემუშავებულია IGLYO-ს პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით და მოიცავს იმგვარ საკითხებს, როგორიცაა სკოლის პოლიტიკა, ბულინგისა და დისკრიმინაციისა გამოცდილებები, ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ასევე გენდერული იდენტობის აღიარება და სკოლაში არსებული ზოგადი ინკლუზიური გარემო.

კითხვარის შევსებას 15 წუთი სჭირდება. ის სრულად ანონიმური და კონფიდენციალურია და ხელმისაწვდომია 15 ენაზე. 

ვის შეუძლია კვლევაში მონაწილეობა?

კვლევაში მონაწილეობის მისაღებად, უნდა იყოთ 18-დან 24 წლამდე ასაკის და უნდა გქონდეთ სკოლაში სწავლის გამოცდილება ევროპის საბჭოს (CoE) წევრ რომელიმე ქვეყანაში (იხილეთ ჩამონათვალი) ან რუსეთში, ბელარუსში ან კოსოვოში.

რატომ უნდა მიიღოთ კვლევაში მონაწილეობა?

აღნიშნული კვლევა განსაკუთრებულია. მისი შედეგები დაეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გააუმჯობესონ სასკოლო გარემო ეროვნულ დონეზე და ევროპის რეგიონის მასშტაბით.

თქვენ მიერ გაზიარებული ინფორმაცია დაეხმარება IGLYO-სა და მის წევრ ორგანიზაციებს ევროპის მასშტაბით ლგბტქი ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო, ინკლუზიური და მხარდამჭერი განათლების სისტემებისთვის ადვოკატირებისას.

კვლევის შედეგების საფუძველზე, IGLYO შეიმუშავებს ყოვლისმომცველ ანგარიშს, რომელიც გააერთიანებს ძირითად მიგნებებსა და კონკრეტული რეკომენდაციებს. ამასთან, თითოეული ქვეყნისთვის მომზადდება დამოუკიდებელი ანგარიში, რომელიც ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას დაეხმარება ეროვნულ დონეზე ადვოკატირების გაძლიერებაში. 

თქვენს ხმას შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოწვევა. გამოცდილების გაზიარებით, თქვენ ეხმარებით ევროპის მასშტაბით იმგვარი განათლების სისტემების ჩამოყალიბებას, სადაც ყველა ლგბტქი მოსწავლე შეძლებს უსაფრთხო გარემოში სწავლას, ძალადობის, დისკრიმინაციისა და შიშის გარეშე.

შეავსეთ კითხვარი! 

შეავსეთ კითხვარი 2026 წლის 30 სექტემბრამდე ამ გვერდზე.

კონფიდენციალობის დოკუმენტს

როგორ არის შემუშავებული კითხვარი და როგორ იცავს ის თქვენს პირად მონაცემებს?

აღნიშნული კითხვარი შემუშავებულია IGLYO-ს მიერ, მის წევრ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ეფუძნება არსებულ კვლევებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს თანასწორობის შესახებ მონაცემების შეგროვების თაობაზე, მათ შორის, დისკრიმინაციისა და უთანასწორობის მონიტორინგის ევროპულ მიდგომებს. კითხვარი შემუშავებულია იმგვარად, რომ ლგბტქი ახალგაზრდების გამოცდილება აისახოს უსაფრთხოდ, ეთიკურად და ეფექტურად, ამასთანავე დაცული იყოს ნებაყოფლობითი მონაწილეობის, კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპები.

კითხვარი სრულად ანონიმურია. IGLYO არ აგროვებს იმგვარ ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება თქვენი პირდაპირი იდენტიფიცირება, მათ შორის, თქვენი სახელის, მისამართის, საკონტაქტო ინფორმაციის, ქუქი-ფაილებს (cookies) ან IP მისამართის გამჟღავნება. შეუძლებელია, კვლევაში თქვენი მონაწილეობა რომელიმე ეტაპზე დაუკავშირდეს თქვენს ვინაობას. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს კვლევის შესაბამისობას „მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის“ (GDPR) პრინციპებთან პერსონალური მონაცემების დამუშავების ნაწილში და იძლევა ანონიმური ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობას კვლევითი, სტატისტიკური და ადვოკატირების მიზნებისთვის.

კითხვარი ეხება განათლების სფეროში ლგბტქი ახალგაზრდების გამოცდილებას. მათ შორის, ის ინტერესდება ინკლუზიის, დისკრიმინაციის, ბულინგის, სასკოლო პოლიტიკის, კეთილდღეობისა და მხარდაჭერის კუთხით არსებული გამოცდილებებით. კითხვარი ასევე მოიცავს ნებაყოფლობით კითხვებს ისეთი მახასიათებლების შესახებ, როგორიცაა სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და გამოხატვა, სქესობრივი მახასიათებლები, ასაკი და სხვა დემოგრაფიული ინფორმაცია. აღნიშნული კითხვების მიზანია, ლგბტქი მოსწავლეების ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცდილებების უკეთ გაანალიზება და უთანასწორობის იმ ფორმების გამოვლენა, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფზე ახდენს გავლენას.

კვლევის ფარგლებში შეგროვებული ყველა პასუხი მუშავდება IGLYO-ს მიერ. ანონიმურ მონაცემთა ბაზაზე წვდომა მხოლოდ IGLYO-ს აქვს, კვლევითი და ადვოკატირების მიზნებისთვის. თუმცა, ანონიმური მონაცემები შესაძლოა გაზიარდეს სანდო კვლევით პარტნიორებთან, ევროპის მასშტაბით ლგბტქი  მოსწავლეების გამოცდილებების უკეთ გასაანალიზებლად. იმგვარი ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელს გახდის კვლევაში მონაწილე კონკრეტული პირის იდენტიფიცირებას, არასდროს იქნება გაზიარებული. 

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა კითხვარის, მონაცემთა დაცვის ან კვლევაში თქვენი მონაწილეობის შესახებ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ IGLYO-ს შემდეგ მისამართზე: research@iglyo.com.

IGLYO-ს შესახებ

IGLYO არის ლგბტქი ახალგაზრდებისა და მოსწავლეების მსოფლიოში უდიდესი ქსელი, რომელიც ევროპის 40 ქვეყანაში 150 წევრ ორგანიზაციას აერთიანებს. IGLYO აქტიურად თანამშრომლობს საკუთარ წევრებთან, სახელმწიფო უწყებებთან, ექსპერტებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან, რათა ლგბტქი ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო და ინკლუზიური განათლება უზრუნველყოს.

With the support of

This survey is co-funded by the European Union and the Dutch Ministry of Education, Culture and Science. Views and opinions expressed are however those of IGLYO only and do not necessarily reflect those of the European Union or Dutch Ministry. Neither the European Union or Dutch Ministry can be held responsible for them.

This is an IGLYO
opportunity

Know more about our actions
Picture of IGLYO Board, staff and Governance Team Members sitting on a couch and smiling at the camera.

This is an opportunity from IGLYO Member

Know more about this member

This is an opportunity from IGLYO Partner

Know more about this partner

This oppportunity comes from

Check out their website

We have tons
of other opportunities

Yes, tons! Check out the latest events, open calls, campaigns and job offers published by IGLYO and our global network to find one that suits you.

Check out all our other opportunities